• ჰემოფილიის დღე
  • 2023 წელი
პუბლიკაციის თარიღი: 2023-04-17

                                                                                 ხელმისაწვდომობა ყველასთვის                                                                                                                 

დღეს 17 აპრილია, ჰემოფილიის მსოფლიო დღე!
ამ დღეს მსოფლიო 1989 წლიდან აღნიშნავს და ტრადიციულად, საქართველოც უერთდება რიგი ღონისძიებებით და აქტივობებით.
მნიშვნელოვანია აქტიურად ვისაუბროთ დაავადების, თანამედროვე და პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობის შესახებ.
ჰემოფილიის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია ,,ხელმისაწვდომობა ყველასათვის: თანამშრომლობა, სამოქმედო გეგმა, პროგრესი“ მთავრობის ჩართულობით საჭიროა მემკვიდრული სისხლდენითი დაავადებების ინტეგრაცია ეროვნულ პოლიტიკაში.
მართე ჰემოფილია!
#ხელმისაწვდომობაყველასთვის