საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია ახორციელებს პროექტს „ჰემოფილიის სარეაბილიტაციო ბანაკი – წყალტუბო 2017“, რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა ქ. ნაიკერკში მდებარე ჰოლანდიის ჰემოფილიის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.
ამ პროექტის ფარგლებში სანატორიუმ „წყალტუბოში“ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის 11 ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტი, მათ შორის 3 ბავშვი. ჩვენი ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ჰოლანდიის ჰემოფილიის საზოგადოებას ამ პროექტში მონაწილე პაციენტთა სახელით, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ ესოდენ მნიშვნელოვანი და მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსი ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში, რომლის ერთ–ერთი მიმართულებაა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის მკურნალობა.