17 აპრილს ჰემოფილიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნა. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციასთან ერთად სტუმრებს თბილისი არტ–ჰოლში უმასპინძლა. ამ დღის მიზანი ჰემოფილიით დაავადებული ადამიანებისადმი თანადგომის გამოხატვა გახლდათ.
საღამოს წარუძღვა ყველა თაობის საყვარელი მომღერალი ნუგზარ კვაშალი. საესტრადო ნომრები შეასრულეს ვახტანგ ტატიშვილმა, ზურაბ მანაგაძემ, ზურაბ დოიჯაშვილმა, გურამ ჯაშმა, ბიძინა მახარაძემ, ბესო კალანდაძემ, მაკა ქაჯაიამ, პაატა თედიაშვილმა, ნუგზარ ერგემლიძემ, ზურაბ კობეშავიძემ, თემურ წიკლაურმა. ნაცნობმა და სასიამოვნო მელოდიებმა ადამიანები ბავშვობასა და ახალგაზრდობაში დააბრუნეს. საღამო განსაკუთრებით გაალამაზა ანსამბლ „ლომისის“ მიერ წარმოდგენილმა ცეკვებმა.
2016 წელს ასე აღინიშნა საქართველოში ჰემოფილიის საერთაშორისო დღე.