საირმე 2014
2014 წლის 9-10 ოქტომბერს კურორტ საირმის სასტუმრო "საირმე"–ში გაიმართება Novo Nordisk - ის ჰემოფილიის ფონდის მე–2 პროექტის კონფერენცია, რომელიც განიხილავს ფიზიოთერაპიის განვითარების საკითხებს ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ ევროპაში.
პირველი პროექტის კონფერენცია ლიტვაში, ქალაქ ბირშტონასში 2013 წლის 25-26 ოქტომბერს ჩატარდა, რომელიც გულისხმობდა 8 ქვეყნიდან ფიზიოთერაპევტთა და ჰემატოლოგთა, ჰემოფილიის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სამომავლოდ ფიზიოთერაპიის უკეთ გამოყენების მიზნით ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობისას.