ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციამ და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციამ, ერთობლივი ორგანიზებით ჩაატარა 3 დღიანი, საერთაშორისო ტრეინინგი, ექიმი–ლაბორანტებისათვის, კოაგულოლოგიური მიმართულებით. მთავარი მომხსენებელი–ტრენერი სტივ ქიჩენი–დიდი ბრიტანეთი.
აღნიშნულ ტრეინინგში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, რუსეთის და ბელორუსიის ექიმი ლაბორანტები. მონაწილეთა რაოდენობა შეადგებოდა 30 სპეციალისტისგან საქართველოს ჩათვლით. ტრეინინგის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს, ჰემოფილიით დაავადებულთა სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი კლინიკის, (სს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი) ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი. ასევე მოხდა ტელეკომპანია „პულსის“ მიერ ღონისძიების გაშუქება.