ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია არის ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1988 წელს. 1990 წლიდან წარმოადგენს ოფიციალურად რეგისტრირებულ არასამთავრობო, არამომგებიან ორგანიზაციას. 1992 წლიდან არის ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის, ხოლო 1999 წლიდან ევროპის ჰემოფილიის კონსორციუმის ეროვნულ წევრ ორგანიზაციას. 2001 წლიდან ასოციაცია არის ჰემოფილიის კავკასიური ალიანსის დამფუძნებელი და ეროვნული წევრი ორგანიზაცია.
საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია (შემდგომში ასოციაცია) არის თვითმმართველობაზე დამყარებული ჰემოფილიით დაავადებულ ინვალიდთა არასამთავრებო, არასამეწარმეო, საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საკუთარი წესდების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
ასოციაციის მიზანია:
ჰემოფილიისა და სისხლის შედედების სხვა თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევების მქონე ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება და სოციალური დაცვის გაუმჯობესება, მათზე ყოველმხრივი ზრუნვა;
ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა თანდაყოლილი დაავადების მქონე ავადმყოფთა ყოველმხრივი მზრუნველობისა და დახმარების მიზნით ასოციაცია:
- შეიმუშავებს და განახორციელებს დაავადებულთა მკურნალობის, ფროფილაქტიკის, ფიზიკური, მორალური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს;
- აწარმოებს აქტიურ ურთიერთობას დაავადებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან, სისხლის დონორებთან, მედიკებსა და სხვა სპეციალისტებთან;
- შეიმუშავებს და განახორციელებს აღნიშნულ დაავადებათა წარმოქმნის, განვითარების და შედეგების მეცნიერული კვლევის პროგრამებს;
- იღწვის ანტიჰემოფილური, სისხლისდა სხვა სამკურნალო პრეპარატების უცხოეთიდან შემოტანისა და წარმოებისათვის;
- აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ, სამედიცინო და არასამედიცინო პროფილის მქონე ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, რომლებიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ აღნიშნული პრობლემების გადაჭრას;
- ახდენს საპატიო ჯილდოების, წოდებების და პრემიების დაწესებას იმ ორგანიზაციების (დაწესებულებების) და ფიზიკური პირების მატერიალური და მორალური წახალისების მიზნით, რომელთაც საკუთარი წვლილი შეაქვთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.
დაავადებულთა შორის ინფორმაციის გაცვლის, თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მიზნით, ასოციაცია:
- წარადგენს და იცავს საკუთარ წევრთა და დაავადებულთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოებრივ ორგანოებში;
- უზრუნველყოფს მათ ინფორმაციით;
- ატარებს საერთო კრებებს, შეხვედრებს, სემინარებს და სხვა;
- ქმნის არსებულ პრობლემებზე სწრაფი თვითრეაგირების მექანიზმებს, თავს უყრის ცალკეულ პირთა და მცირე ჯგუფთა ენერგიას, გამოცდილებასა და რესურსებს, ჩააბამს მათ ეფექტურ პროგრამებში;
- საზოგადოების, მთავრობისა დასაერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას მიმართავს არსებულ პრობლემებზე;
ასრულებს შუამავლის როლს დაავადებულთა, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისა და მთავრობას შორის
.