17 აპრილს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჰემოფილიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ონლაინ რეჟიმში ჩაერთნენ როგორც ქართველი, ისე, უცხოელი პროფესორები.
ღონისძიების მიზანს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება წარმოადგენდა.
კონფერენციის ბოლოს მუშტაიდის ბაღში გაიმართა ჰემოფილიის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.
იპოვე შენი თავი ღონისძიების ფოტოებში, გააზიარე შენს სოციალურ ქსელში და ასე გამოხატე მხარდაჭერა ჰემოფილიის მქონე ადამიანების მიმართ.
პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია - ცხოვრება სისხლდენის გარეშე!
მართე ჰემოფილია!