2016 წლის 24 სექტემბერს ა(ა)იპ გლობალური განვითარების ცენტრმა: შპს თ და კ რესტორნები (,,McDonald’s საქართველო“), სს სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის მხარდაჭერით განახორციელა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ჰემოფილიით დაავადებული - შშმპ სტატუსის მქონე პირთათვის (ბავშვთათვის) უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევებისა (სამედიცინო ჩვენების მიხედვით) და უფასო კვება-გართობის ორგანიზება.
ა(ა)იპ გლობალური განვითარების ცენტრი თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილეს ბატონ გიორგი მინდიაშვილს, კომერციული დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნათია ნუცუბიძეს, შპს თ და კ რესტორნების (,,McDonald’s საქართველო“) გენერალურ დირექტორს ბატონ თენგიზ კაპანაძეს და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ რომანოზ ხომასურიძეს.