ძვირფასო ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის და თვქნი ოჯახის, წევრებო, ჩვენო მეგობრებო და ექიმებო!
გილოცავთ ჰემოფილიის საერთაშორისო დღეს!
1990 წლის 31 მარტიდან ანუ ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან მოყოლებული დღემდე, ვდგავართ თქვენს სამსახურში. ამ დროის მანძილზე თქვენთან ერთად მრავალი პრობლემა და კრიზისი დავძლიეთ სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მოგვარების მხრივ. შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიზარდოს თქვენი ცხოვრების ხარისხი, პროდუქტიულობა.
ასოციაცია შესაძლებლობების ფარგლებში ყოველწლიურად, 17 აპრილს აღნიშნავს ჰემოფილიის საერთაშორისო დღეს ხან გრანდიოზულად, ხანაც მოკრძალებულად.
წელს, კორონა ვირუსის მწვავე პანდემიის ფონზე, ვერ ხერხდება აღინიშნოს ჰემოფილიის საერთაშორისო დღე ჩევნს ქვეყანაში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში როგორც დაგეგმილი იყო არადა მთელი წლის მანძილზე გულითა და სულით ვემზადებოდით ამ დღის აღსანიშნავად. იმედია, ჩაივლის ეს ყველაფერი და შემდგომ მოგვეცემა ამის საშუალება.
ჩვენ კვლავაც ვრჩებით თქვენს სამსახურში. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს.
კეთილი სურვილებით,
საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია.